საქართველოს საპატრიარქო

თბილისის აეროპორტში პატრიარქს ელოდებიან

ტაბულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ელოდებიან. თბილისის მერიამ აეროპორტის მიმართულებით ავტობუსები დანიშნა, რათა მსურველები პატრიარქის დასახვედრად უფასოდ წასულიყვნენ.


ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა

ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, მას "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.

ილია მეორემ 16 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ის იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, არსებული "არანორმალური" სიტუაცია დამშვიდდება.

"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება", - ამბობს პატრიარქი.

კომენტარები