ვიტალი ჩურკინი

რუსეთის ელჩი გაეროში, ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა

sputniknews.com

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის ელჩი, ვიტალი ჩურკინი, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 თებერვალს, 65 წლის შესრულებამდე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ვიტალი ჩურკინი. გამოჩენილი დიპლომატი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებსა და ნათესავებს.

ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ჩურკინი ბოლო დროს აქტიურად საუბრობდა სირიის კრიზისზე. გასული წლის დეკემბერში, გაეროს უსაფრთხოების სამიტზე მან განაცხადა, რომ ალეპოში უდანაშაულო ქალებისა და ბავშვების მკვლელობის ცნობებს დადასტურება სჭირდება, რადგან ზოგჯერ ისინი ყალბია.

კომენტარები