რუსეთი-საქართველო

ლავროვი: სამხრეთ კავკასია ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენებას ტერორისტები ცდილობენ

0 კომენტარი
სერგეი ლავროვი ფოტო: http://www.dailystar.com.lb/

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის "სრულფასოვან თანამშრომლობას" მიიჩნევს.

ლავროვის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონის გარდა, უსაფრთხოების საკითხებიც უშლის ხელს. მისი თქმით, ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხე არსებობს.

"ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები, ასე თუ ისე ნორმალიზდება. იზრდება ტვირთბრუნვა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები რუსეთი მესამე ქვეყანა, რომელიც ქართულ საექსპორტო პროდუქციას ყიდულობს. ფართოვდება საავიაციო მიმოსვლის არეალიც. მნიშვნელოვნად ლიბერალიზებულია სავიზო პოლიტიკა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, გავიმეორებ, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. უვიზო რეჟიმის სირთულე უკავშირდება არამარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონას, თუმცა ასეთ ურთიერთობების არქონის შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გაუქმება ცოტა უცნაურია, არამედ ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენაბასაც აქტიურად ცდილობენ "ბოევიკები", ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როდესაც დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის და შევძლებთ რისკების მინიმალიზებას, ალბათ შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო შემსუბუქებაზე", - თქვა ლავროვმა.

გარდა ამისა, ლავროვმა 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მისი თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას "ცალმხრივი პოზიცია აქვს" და ასეთ ვითარებაში, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები