ტრამპის საკადრო პოლიტიკა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი ჰებერტ მაკმასტერი იქნება

Photo Courtesy of U.S. Army

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად სახმელეთო ჯარების გენერალ-ლეიტენანტი ჰერბერტ მაკმასტერი დანიშნა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტი მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი გენერალი კიტ კელოგი კი, ამიერიდან თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს გაუძღვება.

14 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. ფლინმა აღიარა, რომ ის ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხს განიხილავდა, შემდეგ კი თეთრ სახლს ამის შესახებ არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი მრჩევლის, მაკმასტერის დამოკიდებულა რუსეთთან არც ისე მეგობრულია.

ამერიკული გამოცემა Roll Call მაკმასტერის გასული წლის მაისში გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, როდესაც მან რუსეთს ყირიმის ანექსიაში დასდო ბრალი. მაკმასტერის თქმით, რუსეთი ცდილობს მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, ევროპაში დამყარებული უსაფრთხოების, მყარი ეკონომიკისა და პოლიტიგური წესრიგის მორღვევა და რუსეთის ინტერესებისთვის უფრო მისაღები სტურქტურით ჩანაცვლებაა. გარდა ამისა მაკმასტერმა, რუსეთს ზოგიერთი ევროპული ულტრამემარჯვენე პარტიის დაფინანსებაში, სირიის სამოქალაქო ომში ასადის დახმარებასა და მიგრანტთა კრიზისის გამწვავებაში დასდო ბრალი.

კომენტარები