საქართველოს პირველი რესპუბლიკა

96 წლის წინ, 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო

96 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (I რესპუბლიკის) დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. 

დოკუმენტის მიღება პარლამენტს რთულ პერიოდში და დაჩქარებული წესით მოუწიათ, რადგან თბილისის მისადგომებთან უკვე იდგა წითელი არმია. 

სწორედ ამ რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი კონსტიტუცია დაჩქარებული წესით ქ. ბათუმში დაიბეჭდა. 

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია და ოკუპაცია მოახდინა. 

კომენტარები