ხანძარი

ბათუმში, ღამის კლუბ არენაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი 2

ბათუმში, ღამის კლუბ არენაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი, დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ღამის კლუბ არენაში კონდინციონერიდან გაჩნდა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს "სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი". აღნიშნული მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები