საავტომობილო მოძრაობა

მერია: 7 მარტამდე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა გადაიკეტება

თბილისის მერია
თბილისის მერია

დღეიდან, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. თბილისის მერიის ცნობით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით.

"საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 თებერვლის 12:00 საათიდან 6 მარტის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით (ორხევის ხიდებიდან “ისთ ფოინთამდე”). საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილის დამხმარე ზოლის მეშვეობით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები