გაზმომარაგება

23 თებერვალს, გლდანის და დიღმის რაიონების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

ტექნიკური სამუშაოების გამო, გლდანის და დიღმის რაიონების ნაწილს, ხვალ, 23 თებერვალს, გაზმომარაგება შეუწყდება. 

ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, 23 თებერვალს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება - ავჭალის ქუჩა №3, №11, №13, №13ბ, მშვიდობის ქუჩა №1, №2, №3, №14, №16, №17, ენერგეტიკების ქუჩა №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, ანდრონიკაშვილის ქუჩა №145, თავისუფლების ქუჩა №2, №9, №10, №11, №11ა, №13, №13ა, №24, კასკადის ქუჩა №33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები, ასევე ავჭალის ჭიჭინაძის, უწერის, ყაზბეგის, კეცხოვლის, კასკადის, ანდრონიკაშვილის, ხეჩუაშვილის, დიღომი 9-ის და დიღმის საცდელი მეურნეობის კერძო სექტორის ნაწილს, ზაჰესის ტერიტორიაზე არსებულ კოლონიის შენობებს, შპს „მტკვარს“, შპს „სპეცჰიდრომშენს“, შპს „კაპიტალინვესტს“ და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს. 

"გაზის მიწოდება აღდგება 19:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, - აცხადებენ კომპანიაში. 

კომენტარები