უაქციზო არაყი

უაქციზო არყის რეალიზაციისთვის მეწარმე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, მეწარმე დააკავა.

გამოძიების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მისი კუთვნილი მაღაზიიდან, სისტემატურად ახდენდა მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების უაქციზოდ რეალიზაციას, რითაც, იგი თავს არიდებდა კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2017 წლის 21 თებერვალს, საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა უაქციზო სასმელების რეალიზაციისას. გამოძიების ინფორმაციით, მისი მაღაზიის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი რაოდენობით BELUGA- ს, FINLANDIA- ს, NEMIROFF-ის და სხვა დასახელების უაქციზო არყები.  

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ - ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.

კომენტარები