გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში 17 თებერვალს, გონების დაკარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების 13 თებერვლის განცხადებით, "მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". რამდენიმე დღეში პროკურატურამ განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა.

გიორგი მამალაძე ჯერჯერობით, დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი დუმილის უფლებას სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ დაარღვევს. 

კომენტარები