აფეთქება

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

Twitter

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.

აფეთქება სავაჭრო ცენტრის შენობაში მოხდა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, შენობაში გენერატორი აფეთქდა. თუმცა, ადგილობრივი პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აფეთქების უკან ტერორისტული დაჯგუფება იდგეს.

ამავდროულად, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები