საპროკურორო საბჭო

დეპუტატი ოთო კახიძე საპროკურორო საბჭოს წევრად აირჩიეს

მეორე არხი

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე უმცირესობის კვოტით საპროკურორო საბჭოს წევრად აირჩიეს.

უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 17 თებერვალს განაცხადა, რომ მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო საპროკურორო საბჭოში საკუთარ კანდიდატურას დააყენებდა.

"ჩვენ არ გამოგვიყენებია ოპოზიციის კვოტა საპროკურორო საბჭოში, რადგან არ ვაპირებდით თანამშრომლობას ივანიშვილის პროკურატურასთან, რომელსაც გააჩნია ნულოვანი ავტორიტეტი საზოგადოებაში, მაგრამ მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საბჭოში, რათა დააყენოს ერთადერთი მთავარი მოთხოვნა - გადადგეს მთავარი პროკურორი. მომავალი კვირიდან გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს და შეიქმნას პრეცედენტი, რომ თუნდაც ერთი პირი ამ ქვეყანაში აგებს პასუხს მთელი იმ ზიანისთვის, რომელიც ამ დღეებში მიადგა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოს და ეკლესიას, ეს ზიანი არის ძალან მძიმე და პასუხისმგებლობაც უნდა იყოს მძიმე", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები