ე.წ. ციანიდის საქმე

მიტროპოლიტი დიმიტრი: მიმართვის ვიდეო პატრიარქთან შეთანხმებით მოიჭრა

Mitropoliti Dimitri Shiolashvili/Fb.com

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) ნეტგაზეთთან ინტერვიუში ბერლინიდან პატრიარქის მიმართვის ვიდეოს არასრულ გავრცელებასთან დაკავშირებითაც უპასუხა კითხვას.

მიტროპოლიტი დიმიტრი ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ რამდენიმე ვერსია გაავრცელა, პატრიარქს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია. მიტროპოლიტი დიმიტრის თქმით, ილია მეორემ ჩათვალა, რომ სხვადასხვა ვერსია დეკანოზი გიორგი (მამალაძე) ავრცელებდა. 

"ვიდეო არ იყო დამონტაჟებული. ის იყო მოჭრილი. ამას ესწრებოდა დაახლოებით, 4 მღვდელმთავარი, ესწრებოდა ქალბატონი შორენა, ამას ესწრებოდა დავით ჭინჭარაული. პატრიარქთან მანამდე იყო საუბარი [არ ისმის] ცემასთან დაკავშირებით. იქ ითქვა, რომ პროკურატურის [არ ისმის] განცხადებებმა და ხან ერთს ამბობს პროკურატურა, ხან მეორეს, ხან მესამეს, ამ ხალხის გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, ეს იყო. შემდეგ, როდესაც მიმართვა გავავრცელეთ, პატრიარქმა ამოიღო თავისით, ჩვენ ვუთხარით [...] აღიქვა, რომ მამა გიორგი აკეთებს ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამე განცხადებას. და როდესაც სულ მერე დასრულდა ყველაფერი, ჩვენ იქ, პატრიარქთან, ვნახეთ, რომ ამის ასეთი ფორმით გაშვება არ შეიძლებოდა, უფრო დააბნევდა ხალხს იმიტომ, რომ მამა გიორგი დუმდა და არანაირ ერთ და ორს და სამ განცხადებას არ აკეთებდა. ამიტომ, ჩვენ ახლა მოვერიდეთ, ხომ არ გავაკეთებდით, რომ პატრიარქს შეეშალა და იქვე, პატრიარქიც ისმენდა ამას, ეს ნაწილი იქნა მოკვეცილი," - ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრი. 
 

კომენტარები