24 თებერვალს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Reuters

ხვალ, 24 თებერვალს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ვაკის, საბურთალოს და სამგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.  

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს და ანდრია აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივი ზემო პლატო II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები