კრიმინალი

შსს: ნაქურდალი მობილური ტელეფონები და ფოტოაპარატი ამოვიღეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ პასაჟი 2000-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაქურდალ მობილურ ტელეფონებს ყიდდნენ.

"სამართალდამცველებმა ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც 1976 წელს დაბადებული ზ.გ., 1976 წელს დაბადებული ო.გ., 1968 წელს დაბადებული თ.პ., 1985 წელს დაბადებული მ. ჯ., 1989 წელს დაბადებული ი.ქ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1979 წელს დაბადებული შ.თ. და 1954 წელს დაბადებული ზ. კ. მოწმის სახით დაკითხეს. მათ ნებაყოფლობით წარმოადგინეს Iphone-ის, Samsung-ის, HTC-ის, Nokia-ს, Lenovo-ს და Huawei-ს ფირმის 14 მობილური ტელეფონი და „პინდაქსისის“ ფირმის ფოტოაპარატი" - აცხადებს შსს.

გამოძიება ნაქურდალი ნივთის შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები