ტერორიზმი

სირიაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

სირიაში ქალაქ ალ-ბაბის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მანქანაში აიფეთქა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების, "სირიის თავისუფალი არმიის" წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელმაც გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქალაქი ალ-ბაბი სრულად გათავისუფლებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან.

კომენტარები