გადატრიალების მცდელობა თურქეთში

გერმანიას თავშესაფრით თხოვნით 136-მა დიპლომატიური პასპორტის მქონე თურქმა მიმართა

DPA

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიას თავშესაფრით თხოვნით 136-მა დიპლომატიური პასპორტის მქონე თურქმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიურ პასპორტს დიპლომატების გარდა მათი მეუღლეები და შვილებიც ფლობენ.

მონაცემები 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის იანვრამდეა დათვლილი.

უცნობია, დაუკმაყოფილა თუ არა გერმანიამ რომელიმე მათგანს თხოვნა. უცნობია გერმანიაში NATO-ს ბაზებში გაჩერებული თურქი დიპლომატებისა და სამხედროების ზუსტი რიცხვიც. თუმცა გერმანია თურქეთს მათ ექსტრადაციაზე ამ დრომდე უარს ეუბნება.

თურქეთმა გერმანიას ოფიციალურად მოუწოდა, რომ თურქ სამხედრო პირებს თავშესაფრის თხოვნაზე უარი უთხრას. ამასთანავე, საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვს ორი სამხედრო, რომლებმაც, თურქული მედიის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა, ისინი ამჟამად საბერძნეთში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

გარდა ამისა, გასულ თვეში საბერძნეთმა თურქეთს უარი უთხრა 8 თურქი სამხედროს ექსტრადაციაზე, რომლებმაც საბერძნეთს გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიაკითხეს. სამხედროები თვლიან, რომ თურქეთში მათ წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლო პროცესი არ გაიმართება.

კომენტარები