დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურატურის წარმომადგენლებმა ე.წ. მატროსოვი დატოვეს, თუმცა დეკანოზი არ დაუკითხავთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

პროკურატურის წარმომადგენლება ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვეს.

პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები აიღეს - ხმის ნიმუში, ხელნაწერი და დნმ. მისი განმარტებით, ეს ნიმუშები მაღ ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული მტკიცებულებების შესადარებლად სჭირდებათ. 

ტყეშელაშვილის თქმით, დღეს მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა არ მომხდარა, რადგან საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დაკითხვისთვის საკმარისი დრო არ დარჩა. მისივე თქმით, ბრალდებულს არც შაბათ-კვირას დაკითხავენ. ამასთანავე, პროკურორი არ აკონკრეტებს დაკითხვის ჩატარების ზუსტ დროს.

არჩილ ტყეშელაშვილი დღეს ამბობდა, რომ ნიმუშების აღების შემდეგ, ბრალდებულის მზადყოფნის შემთხვევაში, ის დაიკითხებოდა.

კომენტარები