დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზი მამალაძის ადვოკატი: მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგისა და ადვოკატების მოთხოვნაზე, რომ დეკანოზი დღესვე დაეკითხათ, პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, რაც მისი შეფასებით უპასუხისმგებლობაა. რამიშვილის თქმით, მამა გიორგი ჩვენების მისაცემად მზად იყო და მან პროკურატურის წარმომადგენლებს ეს არაერთხელ გაუმეორა, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლებმა "ვაჭრობა დაიწყეს, ახსნა, რომ ახლა ძალიან გვიანია და ითხოვდნენ სხვა დროზე შეთანხმებას".

გამომდინარე იქიდან, რომ შაბათ-კვირა არ არის სამუშაო დღეები და ადვოკატები მამალაძესთან შეხვედრას ვერ მოახერხებენ, რამიშვილმა სახალხო დამცველს მოუწოდა, რომ შაბათ-კვირას აუცილებლად მოინახულოს დეკანოზი მამალაძე.

რამიშვილის თქმით, აღნიშნული გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ "საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე". რამიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძე ჩვენების დროს ისეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა, რაც საქმის გარემოებებს რადიკალურად შეცვლიდა.

რამიშვილის თქმით, პროკურატურას "ფეხებზე ჰკიდია მამა გიორგის დაკითხვა".

კომენტარები