ვითარება საავტომობილო გზებზე

გზების ნაწილზე შეზღუდვებია, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე მისაბმლიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებითვე, ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ126-კმ140 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ126 ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები