ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია შტორმი

აჭარის მთავრობის პრესსამსახური

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.

უწყების ცნობითვე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

კომენტარები