შინაგან საქმეთა სამინისტრო

TV იმედი: სამგორში სპეცოპერაციის დროს დაკავებულები მამაკაცის გატაცებას ცდილობდნენ

ტელეკომპანია იმედი

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, სამგორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც ერთი პირის გატაცებას ცდილობდნენ. გატაცების მოტივი უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები კვლავ მუშაობენ. ტელეკომპანიის ცნობით, ისინი ექსპერტიზას უტარებენ ავტომობილს, რომლითაც, სავარაუდოდ, დაკავებულებს გატაცებული გადაჰყავდათ.

რაც შეეხება გატაცებულს, ის დაშავებული არ არის. "იმედის" ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის შესახებ ამ დრომდე არ საუბრობენ. უწყების პრესსამსახურმა ტაბულას მხოლოდ ის უთხრა, რომ "მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება და ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება".

კომენტარები