დეკანოზი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე: საპატრიარქოში მამალაძეს ციანიდი ოქრომჭედლისთვის სთხოვეს

exclusivenews.ge

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ტელეკომპანია იმედის ეთერში კვლავ აცხადებს, რომ დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ "ინტრიგები" პატრიარქის მდივან-რეფერანტმა, შორენა თეთრუაშვილმა ააგორა. მან ასევე განაცხადა, რომ ციანიდის მოძებნა დეკანოზ მამალაძეს საპატრიარქოს გავლენიანმა პირმა დაავალა.

"მამა გიორგის, საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი, რამდენიმე ხნით ადრე თხოვს, რომ მას, მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში.

მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრიში მუშაობს და ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება უკვე მამა გიორგისთან ჩართულობა, ე.ი ის როცა ეძებს ციანიდს, ჩართულობა იწყება ე.წ მსტოვრისა და მომზადება იმისთვის, რომ ეს ციანიდი არა საპატრიარქოში ერთ-ერთი ადამიანის დავალებისთვის და ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ, თითქოს, საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისათვის. ეს არის აბსოლუტური ინტრიგა, სცენარი და თვით ჰოლივუდის რეჟისორებსაც შეშურდებოდათ ეს სცენარი", - აცხადებს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.

კომენტარები