შეზღუდვები გზებზე

ამაღამ მეტეხის გვირაბი დროებით გადაიკეტება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 23:30-დან 00:00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით, ხოლო 00:00-დან 00:30 საათამდე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში "თბილსერვის ჯგუფი“ გადამწვარ ნათურებს გამოცვლის.

"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები