აშშ

ტრამპი თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტის 54 მილიარდი დოლარით გაზრდას გეგმავს

Reuters

2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტის 10 %-ით, ანუ 54 მილიარდი დოლარით გაზრდას აპირებს.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს თანხა სხვა "ნაკლებად პრიორიტეტულ" პროგრამებს მოაკლდება. მათ შორის, საგარეო დახმარებისა და გარემოს დაცვის პროგრამებს.

დონალდ ტრამპი კონგრესს ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს მაისში წარუდგენს. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი პენტაგონს უფლებას მისცემს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუ როგორ დახარჯავს ამ დამატებით თანხებს.

კომენტარები