აშშ

ტრამპი ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ გამართული აქციების უკან ბარაკ ობამა დგას

დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა
Pablo Martinez Monsivais / AP

FoxNews-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ გამართული აქციების უკან აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა დგას. 

ამ ტიპის კითხვა ტრამპს თავად ჟურნალისტმა დაუსვა.

"ვფიქრობ რომ ამის უკან ის [ბარაკ ობამა] დგას, ეს პოლიტიკაა, პოლიტიკა ასეთია. ვერასდროს გაიგებ, რა ხდება კულისებს მიღმა, შესაძლოა ყველაფერი მართლაც ასეა, თუმცა ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, რომ ობამა ამის [აქციების] უკან დგას, რადგან დანამდვილებიდ შემიძლია ვთქვა, რომ აქციების უკან მისი ხალხი დგას. სავარაუდოდ ეს გაგრძელდება", - თქვა ტრამპმა.

კომენტარები