დეკანოზი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე: კარგი იქნება თუ ქვეყნის პირველ პირებსაც დაკითხავენ

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. მისი თქმით, პროკურატურას მის მიერ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით აინტერესებდა.

მეუფის თქმით, კარგი იქნებოდა, პროკურატურას სხვა ის ადამიანებიც დაეკითხა, რომლებიც ასევე საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. მათ შორის ქვეყნის პირველი პირები.

"პროკურატურას აინტერესებდა ჩემს მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების დეტალები. კარგი იქნებოდა, რომ ჩემამდე უფრო დიდი განცხადებების გამკეთებლებიც დაეკითხათ, რომლებსაც მე ფარისევლებს ვეძახი. ვგულისხმობ ქვეყნის პირველ პირებსაც, რომელთა განცხადებებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ასევე კარგი იქნება, თუკი ცილისწამება აღიქმება დანაშაულად და ამაზეც აგებენ სხვადასხვა განცხადების ავტორები პასუხს”, - თქვა მეუფე პეტრემ. 

გარდა ამისა, მეუფე პეტრემ დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის მიერ დღეს გავრცელებული მიმოწერები ავთენტურია.

კომენტარები