საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: ახლანდელი მინისტრი ქალი 2011-ში სინოდს საფრთხეზე გველაპარაკებოდა

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ 2011 წელს პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა სინოდის სხდომაზე ექსპერტად მიიყვანა ქალი, რომელიც ახლა მინისტრია, რათა სინოდის წევრები უარყოფითად განეწყო იმ კანონპროექტის მიმართ, რომლის მიხედვითაც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც უნდა ჰქონოდათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის უფლება. ამის შესახებ მეუფე პეტრემ რუსთავი 2-ზე, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"წმინდა სინოდის სხდომაზე შემოდის ექსპერტი ქალბატონი, რომელიც მისი[შორენა თეთრუაშვილის] დავალებით განგვიმარტავს ამ სხდომის საშიშროებას, რომელიც დღეს მაღალ თანამდებობაზეა. მინისტრია", - თქვა მეუფე პეტრემ, თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე "იყო თუ არა ეს ექსპერტი თეა წულუკიანი?" მან უპასუხა - "თვითონ გასცემს ამ კითხვას პასუხს".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში სულ 2 ქალი მინისტრი, თეა წულუკიანი და ქეთევან ციხელაშვილია.

კომენტარები