ვიზალიბერალიზაცია

მარგველაშვილი: ამ ნაბიჯით ევროპაში ინტეგრაციის ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციაზე ხელის მოწერას ევროპაში სრულად ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. 

"მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა დასაქართველოს მეგობართა ერთობლივი მიღწევაა.

ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ ევროპაში ინტეგრაციის ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ერთობლივად მუშაობს და რომელიც ევროპაში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს", - ამბობს პრეზიდენტი.

დღეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციასა და განახლებულ შეჩერების მექანიზმს ხელი მოაწერეს.

ცვლილება ევროკავშირის საკანონმდებლო ჟურნალში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

შემდეგ კი, ჟურნალში გამოქვეყნებიდან ოც დღეში, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.

კომენტარები