ელექტროენერგიის შეზღუდვა

2 მარტს თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Creative commons

2 მარტს თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია თელასი ავრცელებს. თელასის განცხადებაში წერია, რომ ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზები დაზიანებული აღრიცხვის კვანძის შეცვლა და ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებაა.

გლდანის რაიონი

12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხევძმარის, ხიზანბარელის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩისმაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

15:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - წერია თელასის განცხადებაში.

კომენტარები