დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

აშშ-ის გენ. პროკურორი ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის ელჩს ორჯერ შეხვდა

AP

აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის ელჩს ორჯერ შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის მთავრობა ადასტურებს.

სეშენსმა, რომელიც ტრამპის კამპანიის დროს სენატორი და სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრი იყო, გენერალურ პროკურორად დამტკიცების ცერემონიაზე განაცხადა, რომ მას კამპანიის დროს რუსულ მხარესთან კონტაქტი არ ჰქონია.

სეშენსმა გუშინაც აღნიშნა, რომ ის არადროს შეხვედრია რუსეთის წარმომადგენლებს კამპანიის საკითხებზე სასაუბროდ.

აშშ-ის დემოკრატიული პარტია კი აცხადებს, რომ სეშენსი "ფიცის დადების დროს იტუებოდა" და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. მათ ასევე, სეშენსს მოუწოდეს, რომ განუდგეს FBI-ს გამოძიებას რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩართულობასა და გავლენაზე, რომელსაც სეშენსი გენერალური პროკურორის რანგში აკვირდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა.

ფლინმა აღიარა, რომ ის ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხს განიხილავდა, შემდეგ კი თეთრ სახლს ამის შესახებ არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები