ტერორიზმი

აშშ-მ იემენში ალ-ქაიდას წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განახორციელა

unian.info

აშშ-მ არაბეთის ნახევარკუნძულზე, იემენში ალ-ქაიდას წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმები განახორციელა.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ იანვრის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მ ტერორისტულ ჯგუფზე იერიში მიიტანა.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღის განმავლობაში განაცხადეს, რომ დაზვერვას აქვს მასალა არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ-ქაიდას დანაყოფის (AQAP-ის) წევრებზე. მათი ცნობით, დაჯგუფების წევრები ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამზადებენ და მიზანში სროლასა და სხვა პრაქტიკულ სწავლებებს გადიან.

იანვარში ჩატარებულ რეიდს, რომელიც ტრამპის მიერ იყო ავტორიზებული, თეთრი სახლი წარმატებულად მიიჩნევს, თუმცა რეიდი კონტროვერსულად ფასდება, რადგან მას ამერიკელი ჯარისკაცი, ადგილობრივი ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.

ალ-ქაიდას არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი დანაყოფი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასაფეთქებლების მწარმოებელი დაჯგუფებაა. აშშ-ის მთავრობას ეს დაჯგუდება 2009 წლიდან ჰყავს მიზანში, მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ შობას დეტროიტში სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქება სცადა.

კომენტარები