რუსთავი 2-ის საქმე

საძაგლიშვილი: აუცილებლად მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

"ქვეყნის შიგნით ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, არ ექვემდებარება გადახედვას ან გასაჩივრებას. ერთადერთი, რჩება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელსაც აუცილებლად მივმართავთ და შესაბამისად, მისი გადაწვეტილების შემდეგ უკვე იქნება შესაძლებელი გარკვეული ცვლილებების განხორციელება", - განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში საძაგლიშვილმა.

მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, თუმცა, შეიცვლება დასაბუთება.

"რეზულტატი იგივე რჩება - მანაც, როგორც პირველმა ინსტანციამ და აპელაციამ რუსთავი 2 მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, უბრალოდ, ახალ დასაბუთებას შემოგვთავაზებენ. ეს დასაბუთება როგორც პირველი ინსტანციის, ასევე აპლეციის გადაწყვეტილებებში იყო აბსურდული და სასაცილო და მორიგ აბსურდულ და სასალო დასაბუთებასთან გვექნება საქმე. ძალიან გაუჭირდება უზენაეს სასამართლოს თგაკეთება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალიან ბევრ რამეს ერთდროულად. ეს არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის მიკუთვნება ქიბარ ხალვაშისადმი, ეს ნიშნავს თავისუფალი სიტყვის, დემოკრატიის განვითარების დასამარებას და კერძო საკუთრების თავდაყირა დაყენებას ამ ქვეყანაში. ვერც ერთი ბიზნესმენი, ვერც ერთი კერძო საკუთრების მფლობელი პირი ვერ იქნება დაცული უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. გამორიცხულია, რომ რამენაირად დასაბუთდეს ეს გადაწყვეტილება ისე, რომ არ გავრცელდეს სხვა ტიპის ურთიერთობებზე და პირების საკუთსხვა რების უფლებაზე. სასამართლომ ფეხებზე დაიკიდა ქვეყანაში არსებული სამოქალაქო ბრუნვა და ის წესრიგი, რაც დამკვიდრებული იყო კანონმდებლობით. მათ შორის სასამართლო პრაქტიკა", - ამბობს საძაგლიშვილი.

დღეს, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები