რუსთავი 2-ის საქმე

ღია საზოგადოება - საქართველო R2-ის იურისტების სტრასბურგში გამგზავრებას დააფინანსებს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/OpenSocietyGeorgiaFoundation

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო რუსთავი 2-ის იურისტების სტრასბურგში გამგზავრების ხარჯებს დაფარავს, - ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, "ცინიზმია, რომ ვიზის ლიბერალიზაცაზე ხელის მოწერიდან 2 დღეში ვიღებთ ასეთ ფაქტს მთავრობისგან დამოუკიდებელ მედიასთან მიმართებით".

"ის ფაქტი, რომ ასე ადვილად მოხდა გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთი მედიის საკუთრებაზე, შემაშფოთებელია. სამოქალაქო საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც ძალიან დიდი ენერგია ჩადეთ იმაში, რომ ქვეყანას მიეღო ვიზის ლიბერალიზაცია. უკვე ცინიზმია ის, რომ ვიზის ლიბერალიზაცაზე ხელის მოწერიდან 2 დღეში ვიღებთ ასეთ ფაქტს მთავრობისგან დამოუკიდბეელ მედიასთან მიმართებით", - თქვა ქეთევან ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაში არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის, არამედ ხალხის წინააღმდეგ.

"მესმის, რომ ქიბარ ხალვაში იყო უსამართლობის მსხვერპლი, მაგრამ იქამდე, ის სამწუხაროდ ასევე იყო უსამართლობის მონაწილე. თუკი მას ჩამოართვეს ამორალურად ქონება, ისიც იყო მონაწილე სხვისთვის ქონების ამორალურად ჩამორთმევის. ახლა, დროა, ეს პროცესი გაჩერდეს. ის დღეს უკვე არ არის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ის უკვე არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მგონი, მას არ ესმის ის მძიმე პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავის თავზე აიღო".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები