რუსთავი 2-ის საქმე

ევროპარლამენტის ALDE-ს ჯგუფი: რუსთავი 2 მთავრობასთან დაახლოებულ პირს გადაეცა

ევროპარლამენტის ALDE-ს ჯგუფმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, უზრუნველყოს თავისუფალი, ღია და პლურალისტური მედია გარემო და ერთგული დარჩეს ევროპული ღირებულებებისადმი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბერალები და დემოკრატები ძალიან შეშფოთებულნი არიან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, რუსთავი 2-ის, საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელეარხის და ერთადერთი დიდი, მკვეთრად პროდასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის, მესაკუთრეობა გადაეცემა საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირს.

"დემოკრატია საქართველოში საფრთხის ქვეშ არის ერთი პირის პოლიტიკური, ეკონომიკური და ახლა მედია ჰეგემონიის გამო, რომელიც შედეგად აკონტროლებს მთავრობას, ეკონომიკას და ახლა კი საზოგადოებრივ აზრს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კარებს უხურავს თავისუფალ პრესას. არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი საზოგადოებრივი აზრის გარეშე და შესაბამისად, არჩევნები უბრალოდ თეატრალურ დადგმად იქცევა. საქართველო არის ევროპა, ევროპა არის თავისუფლება და დემოკრატია. სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ხალხსა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს", - ამბობს ALDE-ს ჯგუფის ვიცეპრეზიდენტი და ევროპარლამენტის წევრი ხავიერ ნარტი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2 აშკარად აჩუქეს ქიბარ ხალვაშს, რომელიც ქართული ოცნების წევრისა და პარლამენტარის ძმაა. ასევე, ხალვაშ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, რომელიც დღემდე ინარჩუნებს კონტროლს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე."

კომენტარები