ბიძინა ივანიშვილის ხეები

ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად კიდევ ორი ასწლოვანი ხე მზადდება

ბიძინა ივანიშვილი
Forbes

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად კიდევ ორი ხე, ასწლოვანი კედარი და ტიტა მზადდება. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

სამუშაოებს ამჯერად კომპანია "გზა" აწარმოებს. მათი თქმით, ერთი ხე 600, ხოლო მეორე 850 ტონას იწონის.

ადგილობრივები ჩივიან, რომ ხეებისკენ მისასვლელი გზის დაგებისას, უნიკალური ჯიშის ხეები მოიჭრა, რასაც, კომპანიაში უარყოფენ.

ხეებს კვლავ ზღვით გადაიტანენ.

კომენტარები