ევროსაბჭო

პოლონეთმა ევროსაბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატად იაცეკ სარიუშ-ვოლსკი წარადგინა

იასეკ სარიუშ-ვოლსკი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი
eurodialogue.eu

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლონეთის მთავრობამ ევროპარლამენტის დეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა. განცხადება უკვე გაიგზავნა ევროკავშირის ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანა მალტაში.

4 მარტს სარიუშ-ვოლსკი საკუთარი პარტიიდან, სამოქალაქო პლატფორმიდან გარიცხეს, რადგან პარტიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად დონალდ ტუსკის მეორე ვადით არჩევა სურდა. პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო პლატფორმიდან მისი გარიცხვა ავტომატურად ნიშნავს, რომ ვოლსკი ევროპის სახალხო პარტიიდანაც გაირიცხება, რადგან სამოქალაქო პლატფორმა ამ პარტიის შემადგენლობაში შედის.

3 მარტს სარიუშ-ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სანამ არ გაირკვევა რუსთავი 2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. მისი თქმით, "ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ".

კომენტარები