ერაყელმა სამხედროებმა ქალაქ მოსულში სამთავრობო შენობები დაიბრუნეს

Reuters

ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ მოსულში მდებარე სამთავრობო შენობები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს

სამთავრობო ძალების სპიკერის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების ათობით წევრია ლიკვიდირებული.

მოსულის გათავისუფლება ერაყის სამთავრობო ძალებმა, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყეს. 2017 წლის ბოლოს მათ ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი დაიბრუნეს. თებერვლის მეორე ნახევარში კი დასავლეთ ნაწილის დაბრუნების ოპერაცია დაიწყეს. მოსულის დასავლეთ ნაწილში, რომელსაც ამ დრომდე ტერორისტები აკონტროლებენ, დაახლოებით 800 000 ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები