ტერორიზმი

ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.

აფეთქება ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალში მოხდა, ტერორისტები ექიმის თეთრ ხალათში იყვნენ გამოწყობილები. აფეთქებას ტერორისტებსა და სამხედროებს შორის ცეცხლის გახსნაც მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტლის შენობაში შეღწევა ოთხმა ტერორისტმა მოახერხა, მეხუთემ კი თავი შენობის შესასვლელთან აიფეთქა. 

მომხდარზე პასუსხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

გასულ კვირაში, ქაბულში, თალიბანის წევრების მიერ თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები