მერსედეს ბენცი

ჟენევის ავტოშოუზე Mercedes-Benz-მა ყველაზე ძვირადღირებული ჯიპი წარადგინა

Mercedes-Maybach G-Class 650
Getty Images

Mercedes-Benz-მა ჟენევის ავტოშოუზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჯიპი წარადგინა. G კლასის Maybach 650-ის ღირებულება $500 000-დან იწყება.

G კლასის Maybach-ი V12 ტურბო ძრავითა და ლუქს კატეგორიის ავტომობილის ყველა დეტალით არის აღჭურვილი. ახალი Maybach-ი კაბრიოლეტია.

G კლასის Maybach-ის ღირებულება მისი კონკურენტების, Bentley-სა და Jaguar-ის
ღირებულებას რამდენჯერმე აღემატება. როგორც ცნობილია Rolls-Royce პირველი 4x4-ზე ავტომობილის წრადგენას 2018 წელს გეგმავს, მისი საწყისი ფასი კი $400 ათასი იქნება. 

Mercedes-Benz-მა ლუქს კლასის ბრენდი Maybach-ი 2014 წელს გააცოცხლა, თავდაპირველად Mercedes-მა S კლასის მოდფიცირებული ვერსია S 600 წარადგინა, ახლა კი კომპანიამ მაიბახის ბრენდის ქვეშ მაღალი გამავლობის ავტომობილების წარმოებაც დაიწყო.

Mercedes-Maybach G-Class 650
ფოტო: Mercedes

Mercedes-Maybach G-Class 650
ფოტო: Mercedes
Mercedes-Maybach G-Class 650
ფოტო: Mercedes

კომენტარები