9 მარტს სამგორის და ნაძალადევის ნაწილს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება

Creative commons

9 მარტს სამგორისა და ნაძალადევის მაცხოვრებლების ნაწილს ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზად თელასი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

14:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) სადმელის, კაკაბაძის, სამოცდამეცამეტე, ამირანაშვილის და ველისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, სიხარულიძის, გარიყულის და თიანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია თელასის განცხადებაში.

 

კომენტარები