შსს ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ინიციატივაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები წარადგინეს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კომენტარები