სემეკი

სემეკმა ტარიფების გადახედვა დაიწყო, ივლისში გაირკვევა, გაძვირდება თუ არა გაზი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფების განხილვა დაიწყო. დღევანდელ საჯარო სხდომაზე კომისიამ მხარი დაუჭირა თბილისის გამანაწილებლის "ყაზტრანსგაზისთვის" ტარიფების ხელახალ დადგენას. ასევე, მხარი დაუჭირა სახელმწიფოს კუთვნილი გაზის სადისტრიბუციო კომპანიის - "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" ტარიფების ხელახალ დადგენას. სატარიფო განაცხადების განხილვა ივლისში დასრულდება, სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ღირებულება.

გაზის ტარიფების დადგენა ბოლოს 2005 წლის 31 დეკემბერს მოხდა, მას შემდეგ უკვე 12 წელია ბაზარზე უცვლელი ტარიფები მოქმედებს. სემეკის გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან ტარიფების ყოველწლიური გადათვლა მოხდება. 

სემეკი უკვე განიხილავს სოკარისა და საქორგგაზის სამომხმარებლო ტარიფებს.

კომენტარები