წმიდა სინოდის სხდომა

საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს [VIDEO]

საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. მღვდელმთავრების ნაწილმა სხდომაზე შესვლის წინ ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს, თუმცა ნაწილმა თავი შეიკავა. ამ დროისთვის სინოდის სხდომის დღის წესრიგი უცნობია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა საგანგებოა, სავარაუდოდ, ის ე.წ. ციანიდის საქმეს უკავშირდება. დამატებით ინფორმაციას "ტაბულა" მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები