ევროპული საბჭო

დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

EPA

დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ტუსკის მეორე ვადა 2017 წლის 1 ივნისიდან დაიწყება და 2019 წლის 30 ნოემბერს დასრულდება. ტუსკი თანამდებობას 2014 წლის 1 დეკემბრიდან იკავებს.

პოლონეთის ექსპრემიერმა 28 შესაძლო ხმიდან 27 დააგროვა. მას მხარი მხოლოდ პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდლომ არ დაუჭირა, რომელმაც ევროკავშირის ლიდერებს წერილითაც მიმართა, რომ ტუსკის მეორე ვადით არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მთავრობამ ამ თანამდებობაზე იაცეკ სარიუშ-ვოლსკი წარადგინა, რის გამოც ვოლსკი პოლონური პარტია სამოქალაქო პლატფორმიდან გარიცხეს და ავტომატურად, ევროპის სახალხო პარტიიდანაც გაირიცხა.

კომენტარები