2016 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $1.65 მილიარდი შემოვიდა, რაც 2015 წელთან შედარებით 5%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
ანგარიშის მიხედვით საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - $578 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%
- თურქეთი - $272 მილიონი, ზრდა წინა წელთან 272%
- დიდი ბრიტანეთი - $121 მილიონი, კლება წინა წელთან 69%
- ნიდერლანდები - $95 მილიონი, კლება წინა წელთან 39%
- ჩეხეთი - $93 მილიონი, ზრდა წინა წელთან 447%
- ლუქსემბურგი - $79 მილიონი, კლება წინა წელთან 25.5%
- პანამა - $78 მილიონი, ზრდა წინა წელთან 680%
- აშშ - $45 მილიონი, ზრდა წინა წელთან 150%
- კვიპროსი - $38 მილიონი, ზრდა წინა წელთან 131%
- დანარჩენი ქვეყნები - $246 მილიონი, კლება წელთან 12%
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ.
საქსტატის მონაცემებით, რეინვესტიციის მოცულობამ 2016 წელს $519 მილიონი შეადგინა, ეს კი მთლიანი უცხოური ინვესტიციების პორტფელის 32%-ია.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ 2016 წელს $645 მილიონი ჩაიდო. შემდეგ ადგილზეა ენერგეტიკა - $203 მილიონი, ორივე სექტორში წინა წელთან შედარებით ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა.
უმსხვილესი საინვესტიციო სექტორების რეიტინგი და ამ სექტორებში ჩადებული ინვესტიციების ზრდა/კლება ასე გამოიყურება:
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $645 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%
- ენერგეტიკა - $203 მილიონი, ზრდა წინა წელთან 63%
- მშენებლობა - $163 მილიონი, ზრდა წინა წელთან 46.8%
- საფინანსო სექტორი - $136 მილიონი, კლება წინა წელთან 24%
- დამამუშავებელი მრეწველობა - $120 მილიონი, ზრდა წინა წელთან 79%
- სასტუმროები რესტორნები - $111 მილიონი, კლება წინა წელთან 21%
- უძრავი ქონება - $70 მილიონი, კლება წინა წელთან 33%
- სამთომომპოვებელი მრეწველობა - $38 მილიონი, კლება წინა წელთან 67%
- ჯანდაცვა - $27 მილიონი, კლება წინა წელთან 81%
- სოფლის მეურნეობა - $10 მილიონი, კლება წინა წელთან 33%
- დანარჩენი სექტორები - $122 მილიონი, ზრდა წინა წელთან 335%
საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს.