სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

Reuters

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ დაუჭირა.

შესაბამისად, პაკ კინ ჰეს საბოლოოდ შეუჩერდა პრეზიდენტის სტატუსი. მომდევნო 60 დღის განმავლობაში სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ჰვან გიონი შეასრულებს, რომელიც ამ დრომდე პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში პრეზიდენტის მხარდამჭერთა აქციები და შეტაკება მოჰყვა. შეტაკებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.

იმპიჩმენტის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც პაკ კინ ჰეს ნდობით აღჭურვილი პირი ჩოი სუნ სილი იყო ჩართული. როგორც ირკვევა, ჩოი სუნ ლი პრეზიდენტთან კავშირებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა და სახელმწიფო საქმეებშიც კი ერეოდა. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში სამხრეთ კორეის პარლამენტმა პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტს მხარი 234-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 56 იყო, ორმა თავი შეიკავა.

კომენტარები