რუსთავი 2-ის საქმე

დღეს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ტელეკომპანია რუსთავი 2

დღეს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველ შენობასთან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. რუსთაველზე შეკრებილ მხარდამჭერებს სცენიდან სიტყვით ტელეკომპანიის სახეები მიმართავენ, აქცია კონცერტით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 3 მარტს დროებით 8 მარტამდე შეაჩერა. 7 მარტს კი სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

კომენტარები