აქცია ბათუმში

პრემიერი: ის პოლიტიკური ძალა, ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა

ტაბულა

"სამართალდამცავებმა შეძლეს, ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალურიქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათმოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უნდა ჩატარდეს გამოძიება, იმისათვის, რომ არა მხოლოდ ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები დაისაჯონ, არამედ გამოვლინდნენ წამქეზებლები.

"ეს არის დღევანდელი პირველი რიგის ამოცანა, დაშავებულებს მივხედოთ და მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით, მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის", - თქვა გიორგი კვირიკაშილმა.

კომენტარები