წყალმომარაგება

13 და 14 მარტს, ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება

ერიკ თაიერი / REUTERS

13 და 14 მარტს, ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, მიზეზი დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციაა. კერძოდ, GWP-ის ცნობით, გადაერთების სამუშაოსთვის, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.

"ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების II ეტაპი დღეს გაგრძელდება, რის გამოც 13 და 14 მარტს, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში: ჯავის, ზედაზენის, იმერეთის, გრუზინსკის, კოკინაკის და მოლიკოვის ქუჩებს" - აცხადებს 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები